კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა
კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ამასთან, დაშავებულია 170 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 4 ბავშვია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ინფორმაციისთვის, მომხდარის გამო კიევში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.