გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ პაკეტში შედიოდა საბრძოლო მასალა, რადარები და უპილოტო საფრენი აპარატები.

გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდება ხდება როგორც ბუნდესვერის მარაგებიდან, ასევე სამთავრობო იარაღის პროგრამით დაფინანსებული მიწოდების გზით.

აღსანიშნავია, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავდა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას, Leopard 1-ის საბრძოლო ტანკებისთვის საბრძოლო მასალას, ორ საჰაერო სათვალთვალო რადარს, სხვადასხვა კალიბრის ტყვიას, 30 სადაზვერვო დრონს და სხვა საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები