“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს” – ზელენსკი
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში სამშობიარო სახლზე რუსეთის თავდასხმას.
“არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვებისა და, ზოგადად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ბავშვთა საავადმყოფოს შემდეგ, ოკუპანტების სამიზნე სამშობიარო გახდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.