“მადლობა დიდ ბრიტანეთს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ ომის განმავლობაში გვიწევს” – ზელენსკი

დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი ოდესაში ჩავიდა. ჯონ ჰილი ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდა.

“თქვენი ვიზიტი დღეს, როცა უკრაინა სამხედრო-საზღვაო ძალების დღეს აღნიშნავს, ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ახალ პრემიერთან პირველივე საუბრით. დიახ, ჩვენ ველით თქვენგან ძლიერ მხარდაჭერას ნატოს სამიტის ფარგლებში და ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. მადლობა დიდ ბრიტანეთს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ ომის განმავლობაში გვიწევს”, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები