უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი გაანადგურეს
უკრაინელებმა 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ, რუსეთის ფედერაციის კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 32 დრონით შეუტიეს – უკრაინამ ყველა დრონის ჩამოგდება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ცის საჰაერო ძალებმა 32 დრონი მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში ჩამოაგდეს.