ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზაში ომს მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც ყველა მიზანს მიაღწევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ომს მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც ყველა მიზანს მიაღწევს.

ნეთანიაჰუმ ასევე განიხილა თავისი გადაწყვეტილება, გააგზავნოს დელეგაცია „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების საკითხზე ირიბ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.

ამასთან, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბაიდენს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განუცხადა, რომ „აშშ-ის გარეშე მსოფლიოში თავისუფლება არ არსებობს“, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „ისრაელის გარეშე მსოფლიოში ებრაელებისთვის უსაფრთხოება არ არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები