საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია

„ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება“, – ამის შესახებ  „იმედინიუსს“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით,  ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონის“ ავარიული გათიშვის გამო, საქართველოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ამ დროისთვის დაზიანება აღდგენილია.

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ეტაპობრივად შეძლებენ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები