ალუდა გოგლიჩიძე ასოციაცია „გენეზისის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე ასოციაცია „გენეზისის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბავშვთა დაწესებულებაში მყოფი და სახელმწიფოს ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შრომის და პროფესიული უნარების განვითარების საკითხები განიხილეს.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ 18 წლის შემდეგ სახელმწიფო ამ ჯგუფის მზრუნველობაზე პასუხისმგებლობას იხსნის, მათი სამომავალო პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ასოციაციის ხელმძღვანელების სურვილია, მუნიციპალურ საწარმოებში მოხდეს ამ კატეგორიის ახალგაზრდების გადამზადება, შემდგომ კი შესაძლებლობების ფარგლებში მათი დასაქმება.
თბილისის მერის მოადგილემ „გენეზისის“ წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები