“თუ პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, “ნაცმოძრაობა” შევა არჩევნებში 5 ნომრით გასამარჯვებლად” – ბოკუჩავა

“8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია. ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს. თუმცა, თუ სხვა პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შევა არჩევნებში 5 ნომრით გასამარჯვებლად”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში ისაუბრა, სადაც ამ წუთებში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

“ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური და პასუხისმგებლობიანი, არასერიოზულია პიროვნულ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე საუბარი, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება. წითელი ხაზი, ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის, ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს,” – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი წარადგინა.

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები