ბექა ლილუაშვილი: ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით

„ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით”, – ამის შესახებ პარტია  “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებებზე საუბრობს, ცენტრის შექმნაზე, საერთო სიებზე განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს და ამ დროს ახალი პარტიის წარმოქმნა გარკვეულწილად რაღაც განცდებს ქმნის. ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიციური ხმები ძალიან დაიქსაქსოს და ამით ჯამში დააზიანოს ამოცანა, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს. გაერთიანებაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ ორი წლის წინ პირველებმა დავაფიქსირეთ აზრი. ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით. არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით. ჩვენი წითელი ხაზებიც იცის საზოგადოებამ და დანარჩენად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვითანამშრომლებთ ვისაც ამის სურვილი და ინტერესი ექნება“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები