სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს. საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობასა და მხარდაჭერას ჩვენს გზაზე დემოკრატიისკენ, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ, რაც დაფუძნებულია სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ იქნა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები