იაგო ხვიჩია – გვქონდა შუამდგომლობა, რომ არჩევნებამდე შეგვეჩერებინა ახალი პროკურორის არჩევის პროცესი

შეიძლება მოხდეს ისე, რომ ქართული ოცნების პარლამენტმა 6 წლით აირჩიოს კანდიდატი, ხოლო შემოდგომაზე, თუ ქართული ოცნება არ იქნება ხელისუფლებაში და არ გვექნება ერთპარტიული მმართველობა, პოლიტიკური კონსესუსი შეიძლება, სხვა ადამიანზე არსებობდეს, ამიტომ, ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა, რომ არჩევნებამდე შეგვეჩერებინა ახალი პროკურორის არჩევის პროცესი და მისი მოვალეობა შეესრულებინა ერთ-ერთ მოადგილეს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს.

მისივე თქმით, პარტია პროცესს ბოიკოტს არ უცხადებს.

“ჩვენ ამ პროცესს ბოიკოტს არ ვუცხადებთ, მონაწილეობას მივიღებთ და მთავარ შეკითხვად გვექნება, თუ რა შეიცვლება ამ უწყებაში ახალი პროკურორის მოსვლით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები