“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რომ ჩაწერეს, არც “ე.წ” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით” – დავითულიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე 

“რატომღაც, ხდება ისე, რომ როდესაც უკრაინას, რაღაც სხვა საკითხებს ეხება საქმე, ყველა ჩვენგან ითხოვს, რომ საკუთარი თავის გადადების ფასადაც უნდა ვიყოთ რადიკალურები, რასაც ხშირად ვაკეთებთ და ეს რეზოლუციებში და შესაბამის ტექსტებში ჩვენი მხარდაჭერითაც აისახება ხოლმე. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, ჩვენი ინტერესების გატარებას რეზოლუციაში, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახებას ევროპის ოფიციალურ ტექსტებში, იქ რატომღაც ვიღაცები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ამას აიგნორებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

“კიდევ უარესს აკეთებენ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რომ ჩაწერეს, არც “ე.წ” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ ასეთი ტექსტი საერთოდ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ ამაში. ამ შესწორების გარეშე ეს ტექსტი ნამდვილად ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ტექსტს, რა თქმა უნდა, ხელს ვერ მოვაწერდით და ვინც მოაწერა იმასაც შეეშალა”, – განაცხადა  დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები