პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშესაწყობად.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები