მაკა ბოჭორიშვილი: ამერიკული დელეგაციისგან იყო შემოთავაზება, ეუთოს რეზოლუციაში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს; დავარწმუნეთ ყველა, რომ ეს არ შეიძლებოდა

“ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს და არა ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და ოსებს შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

“ასეთი რეზოლუციები როცა მუშავდება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოს საკითხი სწორად იყოს ასახული. ახლაც ვეცადეთ და რამდენიმე შესწორება სწორედ რუსეთთან კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივით შევიდა ტექსტში. თუმცა, ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, ტექსტში გაჩენილიყო ისეთი ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და ოსებს შორის.

სწორედ ამ ნარატივით იყო წარმოდგენილი ეს ცვლილება, რაზეც ჩვენ ძალიან მკაცრი რეაქციები გვქონდა, როგორც კომიტეტზე ისე სესიის ფარგლებში, გვქონდა ასევე რეაქცია საელჩოების მეშვეობით და კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი ტექსტით რეზოლუციის მიღება”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები