“ხშირად არ ხდება იმ რეალობის ობიექტურად შეფასება, თუ რა პირობებში უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა” – ბოჭორიშვილი

“ეუთოს ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი არ არის. სამწუხაროდ, საფრთხეების შემცირების ნაცვლად, რეგიონი უფრო მეტად კომპლექსური ხდება და ყოველდღიურად გვიწევს ურთულეს ვითარებებთან გამკლავება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნაა. უკვე ათწლეულებია, ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული, საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე. თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასიათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენს ყოველდღიურ წუხილად რჩება. ამ პირობებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება იმ რეალობის ობიექტურად და შესაბამისად შეფასება, თუ რა პირობებში უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები