“მადლობა  გულშემატკივარს, რომ შეწუხდნენ და აქ მოვიდნენ” – გაბრიელ სიგუა

“პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ამხელა გზაზე ჩამოვიდა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გაბრიელ სიგუამ ისაუბრა.

“ჩემთვის პირადად ძალიან დიდი გამოცდილება იყო, თუნდაც სამომავლოდ, ძალიან დიდი გამოცდილება მექნება მიღებული.

დღევანდელი დღისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომ შეწუხდნენ და აქ მოვიდნენ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს”, – აღნიშნა სიგუამ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სამშობლოშია. მათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ოვაციების ფონზე დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები