გოგა ხაინდრავა: ევროატლანტიკური პოლიტიკური ინსტიტუტები ტყუილის ბუდედ აქციეს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ “საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში და “ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს”.

გოგა ხაინდრავა მის ამ განცხადებას უტიფარს უწოდებს, პოლიტიკოსს ტყუილში ადანაშაულებს და ამ ტყუილის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.

“უტიფარი ტყუილის
ბუნაგად აქციეს
ევროატლანტიკური
პოლიტიკური
ინსტიტუტები!
შედეგებსაც შესაბამისს მოიმკიან, ევროპაშიც
და აშშ-შიც!
არჩევნები და ხვალეო!”,- წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები