“დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული” – პაპუაშვილი

“დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ესპანეთი-საქართველოს მატჩს, რომელიც დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზეა დანიშნული.

“დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული – მოედანზე და ტრიბუნაზე, სახლში და გზაში, მთაში და ბარში, ერში და ბერში.

ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია. გამარჯვება, ბიჭებო!”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები