“ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში, ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს” – მდინარაძე

“ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა! “, – წერს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

“ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა!

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს!!!

გამარჯვება, ბიჭებო!!!”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები