“ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია” – კალაძე

“დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია”, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი, კახა კალაძე.

“დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით-როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს- ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!

საქართველო, არ გაჩერდე!”, – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები