“საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების პოტენციალი აქვს” – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი

“საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსთან ჩატარებულ მატჩთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებული შეხვედრა გველოდება”, – ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ისაუბრა.

“სქქართველოს დიდ პატივს ვცემთ, მათ პორტუგალია დაამარცხეს და ეს ადასტურებს, რომ მომზადებული გუნდია. მეტოქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება და ძალა კონტრშეტევებია, რასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ასევე – ინდივიდუალურად ფეხბურთელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან. გარდა ამისა, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მამარდაშვილს რაც შეეხება, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების პოტენციალი აქვს. ჩვენ მაქსიმალურად კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ნებისმიერ მეტოქესთან თამაშზე ბევრს ვმუშაობთ. გამარჯვებისთვის გავდივართ მოედანზე. ასე იქნება საქართველოსთანაც. ჩვენ გვყავს ინდივიდუალური ტალანტები და ვეცდებით, მეტოქე გავაოცოთ”, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები