ლუკა ლოჩოშვილი: ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, რაც წინა თამაშზეც ვაჩვენეთ – მთავარია ეს ირწმუნო

ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ეს ჩვენ წინა თამაშზეც ვაჩვენეთ, მთავარია ეს ირწმუნო – ყველა ფეხბურთელს დიდი თავდაჯერებულობა ექნება იმისთვის, რომ შემდეგ მატჩში სასურველი შედეგი ვაჩვენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა.

„კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენთვის წარმატებით დასრულდა პორტუგალიასთან თამაში. ყველამ კარგი პერფორმანსი აჩვენა. დავინახეთ, რომ შეგვიძლია ასეთი დონის გუნდებთან თამაში. ვფიქრობ, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ეს ჩვენ წინა თამაშზეც ვაჩვენეთ, მთავარია ეს ირწმუნო. რა თქმა უნდა, გავიზარდეთ, ყველასთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ყველა ფეხბურთელს დიდი თავდაჯერებულობა ექნება იმისთვის, რომ შემდეგ მატჩში სასურველი შედეგი ვაჩვენოთ“, – აღნიშნა ლოჩოშვილმა.

ამასთან, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა პორტუგალიელ ბომბარდირთან მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან არ ყოფილა ისეთი ფაქტი, რომელიც პენალტის საფუძველი გახდებოდა.

„ძალიან კარგი ფოტოა, ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა. არ ვიცი, უბრალოდ ემოციური ადამიანი ვარ სტადიონზე, მიყვარს ემოციების გამოხატვაც. არ ყოფილა ის ფაქტი, რომ რონალდუა ან რაღაც, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ დონეზე ის კონტაქტი, რაც გვქონდა რონალდუსთან არ არის ისეთი, რომ ასე პენალტი მოეთხოვა“, – განაცხადა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან, აღნიშნული მატჩი კი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები