გიორგი მამარდაშვილი: ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს – მათთან თამაშის გამოცდილება მაქვს, ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ

ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილი მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, თუმცა საქართველოს ნაკრების შეტევაში მიქაუტაძე და კვარაცხელია ითამაშებენ, რომლებსაც შეუძლიათ ხიფათი ნებისმიერ დროს შექმნან და გოლი გაიტანონ.

„ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან, აღნიშნული მატჩი კი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები