თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ევრო 2024 და ლარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის – გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია.

ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები – თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით, დაახლოებით – 20%-ს, ტურისტულ შემოდინებებში კი საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, პროდუქტიული ინვესტიციაა. ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? – ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? – ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის – ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.

გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.  R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები