გოგა ხაინდრავა – საქართველოში საფრანგეთის ელჩს: თქვენ რომ მაგალითი მოგეცათ მადამ შერაზ? შეგეჩერებინათ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები, უცხოური გავლენის კანონი! თუ თქვენ ევროპულ მომავალს ეს კანონი არ ვნებს?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოში შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები, ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი – საფრანგეთის ელჩი. თქვენ რომ მაგალითი მოგეცათ მადამ შერაზ? შეგეჩერებინათ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები, უცხოური გავლენის კანონი! თუ თქვენ ევროპულ მომავალს ეს კანონი არ ვნებს? სე ლა ვი!“, – წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, რომ შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები, რადგან ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები