ლევან იოსელიანი: 2023 წელს შსს-ს სისტემაში დაკავებულ პირთა ნაწილი კვლავ საუბრობდა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებულ პირთა ნაწილი კვლავ საუბრობდა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე, – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
“ცალკეულ შემთხვევებში კვლავ პრობლემურია დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება”, – განაცხადა იოსელიანმა.