ღუდუშაური – ოპოზიციაზე: სიზარმაცის ეპიცენტრი არიან
“ესენი არიან სიზარმაცის ეპიცენტრში, მათი მთავარი მიზანია, პოლიტიკური ქულები მოიპოვონ იმ ხარჯზე, რასაც ქვეყნის დაზიანება, არეულობა და დესტაბილიზაცია ჰქვია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა.
“ოპოზიცია ჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელოვნურად იძაბება სიტუაცია ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ოპოზიციამ თავისი როლი და ფუნქცია შეასრულა”, – აღნიშნა დეპუტატმა.