“ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია” – მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე

“ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.

“მსგავსი სფეროს რეგულირების ნორმათა ერთობლიობა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არის ბევრგან, მათ შორის ათწლეულებია აშშ მოქმედებს, მიიღო საფრანგეთმა, მიიღო კანადამ და არავის მოჰფიქრებია რომ ამისთვის რუსული კანონი ეწოდებინა. საქართველოში ეს მოახერხეს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც დააჯერეს, ეს არის საუკუნის აფერა. ამ საუკუნის აფერაზე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიარის და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ ბევრ სტატიას – როგორ დააჯერეს საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხულიყო რუსულად”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები