“თუკი რაიმე სფერო შეიძლება, არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება, ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ” – მდინარაძე
“ვიღაცები გვეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე პოზიციაზე ოღონდ, შემდეგ ზეპირსიტყვიერად კრიტიკა ისმის, რომ დემოკრატიული უკუსვლაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის.
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება, არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება, ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ”, – განაცხადა მდინარაძემ.