“არსებობს ერთი “ნაციონალური მოძრაობა”, დანარჩენი არიან თითოკაციანი პარტიები, რომლებსაც უბრალოდ სახელი აქვთ” – ღუდუშაური

“დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ერთიანობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შიში აქვთ.

“ესენი არიან კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. არანაირი 6, 17, 4 და 5 პარტია არ არსებობს. იქ არსებობს ერთი “ნაციონალური მოძრაობა”, დანარჩენი არიან თითოკაციანი პარტიები, რომლებსაც უბრალოდ სახელი აქვთ და მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. გესმით, როგორი უთავმოყვარეო ძალა უნდა იყო, რომ საკუთარ პოლიტიკურ იდენტობაზე უარი თქვა და მიეკედლო მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები