“მელიამ და გვარამიამ თანამდებობა ვერ გაიყვეს, თავმჯდომარე ვერ გახდა ვერცერთი და რომელ კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი” – მაჭარაშვილი

“ამ რაღაც ქარტიების მოგონებით, ხელმოწერებით, საერთო პოზიციებით – მაშინ, როცა საერთო სიებზე ვერ თანხმდებიან, ვერაფერს ისინი ვერ გააკეთებენ, გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდებიან”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას ექნება მცდელობა, შექმნას მესამე ძალა, რომელიც შეძლებს, რომ გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი.

“ამ ეტაპისთვის, ოპოზიციაში “ნაცმოძრაობის” გარდა სხვას შანსები არ აქვს, რომ გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი. ეს ყველაფერი, ლაბირინთების შექმნა და ა.შ. ამას ემსახურება.

კოალიციურ მთავრობას ქმნის ის ძალები, რომლებიც უმრავლესობით მოდიან პარლამენტში. კოალიციური მთავრობის შექმნა კი არა, ერთიან განცხადებაზე ვერ თანხმდებიან. “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა, მელიამ და გვარამიამ თანამდებობა ვერ გაიყვეს, თავმჯდომარე ვერ გახდა ვერცერთი და რომელ კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები