“მადამ პრეზიდენტთან პატრონებისგან მივიდა მესიჯი, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ის ასრულებს ამას” – ზარქუა

“მადამ პრეზიდენტთან პატრონებისგან მივიდა მესიჯი, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ის ასრულებს ამას”, –  ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

“თავიდან ბოლომდე არიან ნაცები ან ნეონაცები. ეს ძალიან კარგი პროცესია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი. გვექნება მოცემულობა, რომელშიც არჩევანი უნდა გაკეთდეს 2024 წლის ოქტომბერში – აქეთ იქნებიან რადიკალები, ლუზერები, გამყიდველები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები – ქართულ ჯარს რომ დააბრალეს ომის წამოწყება და მერე მიატოვეს, მეორე მხარეს ვიქნებით ჩვენ, მშვიდობის გარანტი, ეკონომიკური განვითარების, ევროპაში უვიზო მიმოსვლის, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გარანტი, კანდიდატის სტატუსი გვირგვინია”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები