„მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი; აქ საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე” – დეკანოიძე

“ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება, ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში – თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა “ქართულ ოცნებაში”. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

„მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი. აქ საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ეხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და თავდაპირველად, იმას, რომ გვქონდეს ერთიანი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები. ეს გადაჯგუფება უნდა იყოს კონკრეტული იდეოლოგიისა და გაერთიანების მიხედვით. არ უნდა გაიფანტოს ის ხმა, რომელიც წესით უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. ჩვენი საერთო გზავნილი მის წინააღმდეგ უნდა იყოს და ამასთან, მორგებული საქართველოს ინტერესებზე”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები