რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მანდატებს იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ხელფასები აიღონ და საქმე არ აკეთონ

“ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის მიმართ”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბოიკოტს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.

“მათ მანდატები მისცეს იმისთვის, რომ საპარლამენტო საქმიანობა განეხორციელებინათ, ისინი კი მანდატებს იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ხელფასები აიღონ და საქმე არ აკეთონ.

როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი ოთხი თვე და ისინი ასე უპასუხისმგებლოდ იქცევიან, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ოქტომბერში მათ სანქციას დაადებს ჩვენი მოსახლეობა, სანქციას დაადებს საკუთარი ამომრჩეველი და ეს იქნება ისეთი ვერდიქტი, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები