„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა 5 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ასანჟი პატიმრობიდან აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა.

52 წლის ასანჟს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში ედებოდა ბრალი.

წლების განმავლობაში, აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ფაილები – რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს.
ამასთან, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა. მათ შორის „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა ვიდეო ამერიკული სამხედრო ვერტმფრენიდან, სადაც ნაჩვენები იყო ათზე მეტი ერაყელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის Reuters-ის ორი ახალი ამბების რეპორტიორი, რომლებიც ბაღდადში მოკლეს.

ასანჟი შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ვიდრე 2019 წელს პოლიცია დააკავებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასანჟმა დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა და მშობლიურ ქვეყანაში, ავსტრალიაში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები