“ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მომხრეა, რაც შემუშავებულია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით” – დავით მათიკაშვილი

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრები მთელს საქართველოში შეხვდნენ მოსახლეობას.

“ჩვენ საკონსტიტუციო განხილვების ჭრილში მოვიარეთ სრულიად საქართველო. გვქონდა ურთიერთობა ჩვენს მოსახლეობასთან და პირდაპირ, ხაზგასმით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების მომხრე, რაც ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს და შემუშავებულია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები