დავით ქართველიშვილი: წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის” მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით
„პოლიტიკური „წესის აგების” პირას მყოფი ევრობიუროკრატები გვემუქრებიან იმით, რომ უახლოეს მომავალში მათი მოუსავლეთში გარდაუვალი გამგზავრების შემდეგ, ძალზე გაგვიჭირდება მათ გარეშე, მოგვენატრებიან და ამიტომაც, სამახსოვროდ გვიტოვებენ ვირტუალური სანქციებით დაშინება-დაშანტაჟებას.” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.