“გვახსოვს არაერთი კრიტიკა და შემდეგ ხდებოდა ამ კრიტიკის აღიარება, როგორც უსამართლოს” – იონათამიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

“გვახსოვს არაერთი კრიტიკა სხვადასხვა საკითხის მიმართ და შემდეგ ხდებოდა ამ კრიტიკის, როგორც უსამართლოს, ისე აღიარება.

მაგალითად, როდესაც პერსპექტივის სტატუსი მოგვანიჭეს, ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა აღიარეს, რომ ეს იყო შეცდომა საქართველოს მიმართ და ბოდიში მოუხადეს ჩვენს ქვეყანას უკვე დაგვიანებული გადაწყვეტილებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

იონათამიშვილი ლუქსემბურგში გამართულ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უსამართლობაა, საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის კანონის გამო შეფერხდეს ქვეყნის სვლა ევროინტეგრაციისკენ.

“დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან კიდევ მოხდება ამ გამოცდილების გაზიარება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები