“ევროკავშირში საქართველოს წევრობა არის ორივე მხარისთვის სასურველი რამ” – ბოჭორიშვილი

“არ შეიძლება, როდესაც სხვა ქვეყნები გამჭვირვალობას, როგორც ინსტრუმენტს, იყენებენ დემოკრატიის დასაცავად, საქართველოს შემთხვევაში გამჭვირვალობას ხედავდნენ, როგორც დემოკრატიის საფრთხეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ არ არის სამართლიანი, საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის კანონი იყოს შემაფერხებელი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

“ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო ერთმანეთთან.

თუკი ამას ეფუძნება შემდგომი შეფასებები, როგორც ეს მოცემულობაა მცდარი, შემდგომ ასე გვექნება მცდარი შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროკავშირში საქართველოს წევრობა არის ორივე მხარისთვის სასურველი რამ. ეს უნდა საქართველოს, მის ხელისუფლებას და ეს უნდა უნდოდეს ევროკავშირსაც იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები