“ყველას მოუწევს იმის დადასტურება, რომ ქვეყანას აქვს სრული უფლება, იყოს სუვერენული, ამავდროულად, იაროს ევროპული გზით და გახდეს ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი” – დავით მათიკაშვილი

“ყველას მოუწევს იმის აღიარება და დადასტურება, რომ ქვეყანას აქვს სრული უფლება, იყოს სუვერენული, ამავდროულად, იაროს ევროპული გზით და გახდეს ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

“კიდევ ერთხელ, ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპული გზით და მას აქვს გაცხადებული პოლიტიკა და პოზიცია ქვეყნის დასავლური კურსით სიარულის, ამავდროულად, ცდილობს, საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადოს „ენჯეოს“ სექტორში შემოდინებული თანხები, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის თავსებადი.

თავსებადია საფრანგეთისთვის, თავსებადია კანადისთვის, თავსებადია შეერთებული შტატებისთვის და საქართველო არ უნდა იყოს დაჩაგრული ამ კუთხით”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები