„მჯერა, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ობიექტურად, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლად შეაფასებენ საქართველოს პროგრესს” – თალაკვაძე
„მჯერა, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ობიექტურად, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლად შეაფასებენ საქართველოს პროგრესს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
“ჩვენ ვრჩებით პრინციპულად ერთგულები იმ გადაწყვეტილებებისა და ინტერესების მიმართ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანას ეხება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას და განაგრძობს სვლას ევროპული მომავლისკენ. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ შეიცვლება“, – განაცხადა თალაკვაძემ.