ლევან იოსელიანი: „ვივამედში“ ყველა მსჯავრდებული მოვინახულე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წინა ვიზიტისას ფიზიკურად როგორც დამხვდა, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება

მიხეილ სააკაშვილი წინა ვიზიტისას ფიზიკურად როგორც დამხვდა, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მან „ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოინახულა.

„„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე. მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და ვესაუბრე, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მივდივარ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მოკლე საუბარი გვქონდა, მადლობა გადაგვიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გასაკეთებელია, ჩვენ არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რამე განსაკუთრებული მოთხოვნა მას ჩემთან ან ექიმების მიმართ არ გაუჟღერებია,“ – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები