“საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლობდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან, რათა მომავალი არჩევნები იყოს ადმინისტრირებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისად; ეს გამოიყენება, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი” – შარაბიძე

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვეტოს დასაბუთებისას იხმარა ფრაზები, როგორიც არის “ერთპარტიული ცესკო”, “მიკერძოებული ცესკო” და ა.შ. არადა, ცხადია ყველასთვის, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში 9 პოლიტიკური პარტია ნიშნავს საკუთარ წარმომადგენელს. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები, როგორც აქამდე, ასევე, მომავალში იქნება დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაზე და არაფერზე სხვაზე”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ისაუბრა.

შარაბიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით სპეკულაციური შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

“საარჩევნო ადმინისტრაცია კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტთან იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს ადმინისტრირებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და, სამწუხაროა, ამგვარი აღქმების შექმნის მცდელობა, რომლებიც უკვე გამოიყენება და დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი”, – აცხადებს შარაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები