ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ სამსახურს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, ნუ გააცდენენ სამსახურს.

განცხადება მან ბიუროს სხდომაზე გააკეთა, რითაც, მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.

„ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როცა საკითხის მითითების გარეშე სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს, ეს არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის, არსად, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, ბოიკოტი წესი არ არის. ჩვენთან ოპოზიციის ხელში, უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული. ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები