საგარეო უწყება: ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წელს დაასრულა

ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში.

„შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები