თელ-ავივში აქციის მონაწილეებმა გზატკეცილი გადაკეტეს
ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ-ავივში ერთ-ერთი გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს „ქალთა საპროტესტო ჯგუფის“ წევრებიც შეუერთდნენ.
თელ-ავივში უკვე მეხუთე დღეა, აქციები უწყვეტად გრძელდება.
აქციების მიზანია, ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს.
აქციის მონაწილეები მთავრობას არასწორი პოლიტიკაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ.