„ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი უნდა ამაღლდეს“

   სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცახდებით, ადამიანის უფლებათა გეგმის მიღების ლობირება მან ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. მინისტრის ინფორმაციით, მას თავდაპირველად ჰქონდა მთავრობის მხარდაჭერა და პირველ პრეზენტაციას იმდროინდელი მთავარი პროკურორი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდნენ, თუმცა ეს აღარ გაგრძელდა. “მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან მალე დაინახა, რომ ეს იქნებოდა რეალური სამოქმედო გეგმა და არა საპიარო დოკუმენტი და, როგორც დაიწყო, ისე შეწყვიტა ამ გეგმაზე მუშაობა. დღეს ჩვენ ამ დოკუმენტზე მუშაობა დავიწყეთ, რადგან გვინდა, დავდოთ რეალური შედეგები და ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ქვეყანაში. ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვაც არის პრიორიტეტი, სასჯელღსრულების სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებაც, ჯანდაცვაც, ბავშვთა უფლებებიც პრიორიტეტია. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ვადები და შედეგები, ასევე კონკრეტული უწყებები, რომლებიც პასუხს აგებენ სამოქმედო გეგმის შესრულებაზე”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები