“ნაცმოძრაობიდან” დისტანცირება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტია” – ნიკა ობოლაძე

“თუ ვინმე თეორიულად ცდილობს “ნაციონალური მოძრაობიდან” დისტანცირებას მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტია და სწორება ხდება მასთან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ ისაუბრა.

პარტიაზე – “ახალი” საუბრისას, ობოლაძემ აღნიშნა, რომ მათზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ეს მათი არჩევანია, როგორ სურთ საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთა. ეს არის აბსოლუტურად მათი საქმე და ამ განხილვაში შესვლას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა ობოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები