გია ვოლსკი: არავის უკვირს, რომ გახარია და ხაზარაძე საერთო ენას იპოვიან – მათი საერთო პოზიციაა მთავარი, რაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტას არ სცდება
არავის უკვირს, რომ გახარია და ხაზარაძე საერთო ენას იპოვიან. მათი საერთო პოზიციაა მთავარი, რაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტას არ სცდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
უმრავლესობის წევრს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მათთვის ყველაზე ახლოს პოლიტიკური ძალა „ლელოა“.
„ლელოს“ წევრია სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ „ლელოს“ ხელმძღვანელობას ანაკლიის პორტი საკუთარი ჯიბისთვის სჭირდებოდა. ბრალდებები და ურთიერთლანძღვა იყო მათ შორის, თუმცა არავის უკვირს, რომ გახარია და ხაზარაძე საერთო ენას იპოვიან. მათი საერთო პოზიციაა მთავარი, რაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტას არ სცდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.